"ბიძინა წადი, მე დავრჩები!" - თავისუფლების მოედანზე ქალების მარში იწყება

24.11.24 15:20
"ბიძინა წადი, მე დავრჩები!" - თავისუფლების მოედანზე ქალების მარში იწყება

ამ წუთებში პროტესტის ეპიცენტრი თავისუფლების მოედანია. ქალები მარშისთვის ემზადებიან. საქართველოს მოქალაქეები მიტაცებულ ხმებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ.  მომიტინგეები საკრებულოს შენობასთან ჩემოდნებით მივიდნენ. "ბიძინა წადი, მე დავრჩები" - ასე აწერია საპროტესტო ატრიბუტიკად ქცეულ ჩემოდნებს.

ქალების  მარში დღეს დედაქალაქის ქუჩებს ხმაურით და შეძახილებით მოივლის. პირველი გაჩერება ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლე იქნება. აქციის მონაწილეები ოლიგარქს პროოტესტის ამ ფორმით ეტყვიან, რომ დათმოს ძალაუფლება.

დღევანდელი ქალთა მარშის მთავარი გზავნილი  არის იმ საფრთხის გაცნობიერება და დანხვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება. ემიგრაციის ახლაი დიდი ტალღის გაჩენა, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას. დედები, ქალები ამ პრბლემას განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამთ და დღევანდელი მარშით გვსურს, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ყრუ ხელისუფლებას, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დავანახოთ ის საფრთხე, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისგან და გაყალბებული, მოპარული ხმების ფონზე, მძიმე კანონების მიღების ფნზე, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დარჩენის პერსპექტივას ვერ ხედავენ, - ამბობს. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი. 

აქციაზე იმყოფება "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძეც, რომელიც ამბობს, რომ პროტესტის დროს ქალების ხმაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

ქალები წარმოადგენს ყველაზე დიდ ელექტორალურჯგუფს საქართველოში, ყველაზე მეტი ამომორჩეველი არის ქალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისმოდეს ქალების ხმა, მათ შორის, პროტესტის დროს, იმიტომ, რომ სწორედ ამ ქალებსაც წაართვეს არჩევნების დროს ხმის უფლება, - ამბობს ნინო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები