პირველი ინტერვიუ პოლიციელთან, რომელსაც ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

24.11.24 22:11
პირველი ინტერვიუ პოლიციელთან, რომელსაც ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

რამდენიმე წუთის წინ, რესპუბლიკის მოედანზე ინციდენტი მოხდა, ადგილზე მობილიზებული პოლიციელები აქციის მონაწილეებს გადადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. 

ადგილზე იმყოფებოდა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც პოლიციელთა შორის დავით მამაგეიშვილი ამოიცნო. 

პოლიტიკოსის თქმით, 19 ნოემბერს აქციის დაკავებას დავით მამაგეიშვილი ხელმძღვანელობდა. დეკანოიძის განცხადებით, ეს უკანასკნელი ახალგაზრდებზე, მათ შორის ქალებზეც ძალადობდა. 

პოლიციის თანამშრომელი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას მას არავისზე უძალადია. 

რაც შეეხება მოქალაქე ნათია ძიძიგურის განცხადებას, რომელიც პოლიციას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მამაგეიშვილის მტკიცებით, ის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. 

დღეს აქციაზე იმყოფებოდა აღნიშნული მოქალაქე და მან ვერ ამომიცნო. მქონდა კომუნიკაცია და თავის პოზიციაში დარწმუნებული არ არის. მე არ მქონდა შეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ტყუილია რასაც საუბრობს, ვერ ამომიცნო" - აცხადებს შსს-ს თანამშრომელი. 

მსგავსი სიახლეები