გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს - კადრები თავისუფლების მოედნიდან
თავისუფლების მოედანზე, "ძლიერი საქართველოს" წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის ახალი მანქანიდან წყალი შეასხეს.
ინცინდენტამდე პოლიტიკოსმა ადგილზე მობილიზებულ საპოლიციო ძალებს ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევას.
საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პირს, მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო - აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? - ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.
თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის ახალი მანქანები.