საპოლიციო ძალების მობილიზება თავისუფლების მოედანზე - ადგილზე წყლის ჭავლის ახალი მანქანები მიიყვანეს

25.11.24 07:44
საპოლიციო ძალების მობილიზება თავისუფლების მოედანზე - ადგილზე წყლის ჭავლის ახალი მანქანები მიიყვანეს

"პირველების" კამერამ თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზება გადაიღო - კადრებში ჩანს, რომ დედაქალაქის ცენტრში, წყლის ჭავლის ახალი მანქანები მიიყვანეს.

საპოლიციო ძალების მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც - ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და გდდ-ის წარმომადგენლები.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გაათენეს. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან 09:00 საათზე, დაგეგმილია საპროტესტო აქციაც სახელწოდებით - "ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა".

მსგავსი სიახლეები