თავისუფლების მოედანზე "ხარება" გამოჩნდა
განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა - ის საკუთარი ავტომობილით მიუახლოვდა ადგილზე მიყვანილ საპოლიციო ძალებს და სავარაუდოდ, გარკვეული მითითება მისცა.
გდდ-ის შეფმა დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა.
თავისუფლების მოედანზე იმყოფება სანქცირებული "ხარებას" ასევე სანქცირებული მოადგილე, მილერი ლაგაზაური.
"პირველების" კამერამ თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზება გადაიღო - კადრებში ჩანს, რომ დედაქალაქის ცენტრში, წყლის ჭავლის ახალი მანქანები მიიყვანეს.
საპოლიციო ძალების სრული მობილიზებაა სამთავრობო კვარტალში.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, გაყალბებულ არჩევნებს მოქალაქეები აპროტესტებენ.