საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარი დილიდან დაბოქლომებულია - პარლამენტის შესასვლელები ახალი ლითონის კონსტრუქციებით ამოქოლეს
პარლამენტის შესაშვლელი ახალი ლითონის კონსტრუქციებით გაამაგრეს - კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია, მედიამ დააფიქსიროს, ვინ შევა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.
პარალელურად, მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გრძელდება.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
სამთავრობო კვარტლი საპოლიციო ძალების ალყაშია. "პირველების კამერამ" თავისუფლების მოედანზე სპეციალური ტექნიკა გადაიღო, მათ შორის შსს-ს მიერ შეძენილი წყლის ჭავლის ახალი მანქანებიც.