დეპუტატებს აქვთ წამოცდენები - რა ეიმედება ქართულ ოცნებას
პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია მეთერთმეტე პარლამენტში შევა. "ოცების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ამ ვარაუდის საშუალებას ოპონენტების "წამოცდენები" აძლევს.
დაიწყო უკვე არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია პირველი სხდომისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ცესკო-სგან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს და გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას, ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვხედავდით ერთ-ერთი პარტიის წევრმა თავის თავს როგორ უწოდა „არჩეული დეპუტატი“. ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით, ვნახოთ, ბევრს კი იმუქრებიან მაგრამ შევხედავთ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება პარლამენტსა და პარლამენტის კონფიგურაციას, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ნახეთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს გაუძღვებიან. აქედანვე შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ გარკვეული ცვლილებები კომიტეტების თავმჯდომარეებთან მიმართებით იქნება"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.