ბოკუჩავა სამთავრობო ცვლილებებზე: დაუფასდათ მონობა

25.11.24 10:36
ბოკუჩავა სამთავრობო ცვლილებებზე: დაუფასდათ მონობა

დაუფასდათ მონობა, - ასე აფასებს „ერთიანობ- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენას.

მისი თქმით, სწორედ ეს არის მთავარი განმსაზღვრელი საკადრო გადაწყვეტილებების.

სულ უფრო და უფრო სამარცხვინო, კარიკატურული, იზოლირებული, მარტო დარჩენილია „ოცნება“, იქნება მათი ე.წ თვითმარქვია პარლამენტი წევრები, რომელბსაც ლეგიტიმაცია არ აქვთ, თუ მათ მიერ ფორმირებული არალეგიტიმური მთავრობა, ეს არის პირველი პარლამენტი, რომელსაც პირველ სხდომაზე არცერთი დიპლომატი, პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ დაესწრება. ივანიშვილმა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოიქცია თავი და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. ხვალიდან დაიწყება შეხვედრები და განხილვები ევროპარლამენტში, რომელიც სწორედ ამ არჩევნების არაღიარებასაც შეეხება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ეს არის პარლამენტი, რომელიც გადის საკონსტიტუციო ჩარჩოდან, რადგან პრეზიდენტმა პირველი სხდომა არ მოიწვია.

მსგავსი სიახლეები