გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ პარლამენტს ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმურობის მინიჭება არ სჭირდება

25.11.24 11:07
გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ  პარლამენტს ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმურობის მინიჭება არ სჭირდება

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმურად ცნობა არ სჭირდება.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მაინც შედგება და ოპონენტების პროტესტი ვერაფერს შეცვლის.

ამასთან, გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ ადრე თუ გვიან ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა და ასეთი სცენარი მათ უკვე ნანახი აქვთ. 

ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმურობის მინიჭება არ სჭირდება ამ პარლამენტს. ოპოზიციის გადასაწყვეტია ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მათი შემოსვლით და არც მათი არშემოსვლით არაფერი გაფუჭდება. უმრავლესობა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და რომელსაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს მოსახლეობას დავპირდით. ამიტომ, ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლა ამ პროცესს ვერანაირად ვერ შეაფერხებს. 

რაც შეეხება შემოვა თუ არ შემოვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს ჩვენ პარლამენტში ვიხილავთ, იმიტომ, რომ ეს სცენარიც ნანახი გვაქვს. ზუსტად 4 წლის წინ ზუსტად ეს პერიოდი მახსენდება. დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, დაწერონ განცხადებები და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამბობს გიორგი კახიანი. 

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი პარლამენტის პირველი სესიისთვის ემზადება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. საკანონმდებლო ორგანოს გარეთპროდასავლური ოპოზიცია და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაც.  

მსგავსი სიახლეები