პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ თვითმარქვია ხელისუფლებას - ნიკა მელია

25.11.24 11:19
პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ თვითმარქვია ხელისუფლებას - ნიკა მელია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია პარლამენტს სანოტარო ბიუროს ადარებს და ამბობს, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე გარეთ მყოფი ხალხი თითმარქვია ხელისუფლებას არ დაამარცხებს.

პოლიტიკოსის თქმით, "ოცნებას" ქვეყნის განვითარებასა და ევროპულობაზე პრეტენზიაც კი არ აქვს, ამიტომ მათ არალეგიტიმურ მმართველობას არავინ შეეგუება. 

ეს არ არის პარლამენტი, სანოტარო ბიუროა. აქ შესული ახლა არავითარ შემთხვევაში არც ახლა და არც მომავალში არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქის ინტერესს. შესაბამისად, რაც ხდება ახლა შიგნით და რაც ხდება გარეთ, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია ე.წ. ხელისუფლებას. ეს არის მიზანი, ეს არის ამოცანა და ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა არის ყოველდღიური. ეს ხალხი არც აპირებს, პრეტენზია ჰქონდეს სუვერენულ ქართულ სახელმწიფოზე, არ აპირებს პრეტენზია ჰქონდეს განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპელობაზე, კოალიციურ მმართველობაზე, - ამბობს ნიკა მელია. 

ნიკა მელია ასევე შალვა პაპუაშილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ოპოზიციას "სპოერული აფირისტები" უწოდა. ოპოზიიცონერი პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნება, რომ პაპუაშვილი ნათელაშვილამდე ვერასდროს მოვა.

ამასთან, ნიკა მელია ხაზგასმით ამბობს, რომ პარლამენტში შევლას ოპოზიცია არ გეგმავს და თუ საჭირო იქნება სიების ჩახსნის შესახებ განცხადებებს ხელმეორედ დაწერენ. 

მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერ მივა შალვა პაპუაშვილი, მეორე, თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება ეს განცხადება. თქვეს, რომ მსვლელობა ვერ მიეცემა ჩვენს მიერ უკვე დაწერილ განცხადებებს - კი, ბატონო, დავწერთ. როგორ შეიძლება ე.წ. პარლამენტში, საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ე.წ. ხელისუფალის პირობებში, მის სანოტარო ბიუროში რომელიმე პოლიტიკურად თავმოყვარე კი არა, ადამიანურად თავმოყვარე ადამიანი შევიდეს. ეს დღის წესრიგში არ დგას, - ამბობს ნიკა მელია. 
 

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი პარლამენტის პირველი სესიისთვის ემზადება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. საკანონმდებლო ორგანოს გარეთპროდასავლური ოპოზიცია და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაც.   

მსგავსი სიახლეები