არალეგიტიმური თავყრილობა - ჯაფარიძე “ოცნების“ პარლამენტის პირველ სხდომაზე
ოპოზიცია არ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, ამიტომ ეს არის არალეგიტიმური თავყრილობა - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ჯაფარიძი თქმით, ოპოზიცია გადაწყვეტილების შეცვლას და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებს.
“ოპოზიცია არ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, ამიტომ ეს არის არალეგიტიმური თავყრილობა. შესაბამისად, არავინ არპირებს გადაწყვეტილება შეცვალოს, რაც არ უნდა იღლიცინოს პაპუაშვლმა“, - ამბობს ის.
პოლიტიკოსის თქმით, გზას, რომელიც აირჩია “ოცნებამ“ საზოგადოებამ უნდა დაუპირისპიროს მშვიდობიანი მანიფესტაცია და არ აღირება ქვეყნის შიგნით და გარეთ.
პაპუაშვილი ჩქარობს, რომ გააგრძელოს არალეგიტიმური ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს, იქნება არალეგიტიმური. ცხადია, რომ ეს გზა აირჩია “ოცნებამ“, ამას უნდა დავუპირისპიროთ მშვიდობიანი მანიფესტაცია, არ აღირება ქვეყნის შიგნით და გარეთ, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე “ოცნება“ არ გაააცნობიერებს, რომ გადადება, ახალი არჩევნების დანიშვნის, ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის.
“ოცნება“ აგრძელებს საკუთარ დესტრუქციულ საქმიანობას, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ საქმიანობას. ეს დემონსტრაციები მუდმივი იქნება. მშვიდობიანი წინააღმდეგობა ერთადერთი სწორი პასუხია ასეთ უმსგავსობაზე, რასაც ვაკვირდები. ოთხმა კოალიციურმა ცენტრმა უნდა შექმნას ერთობლივი ფორმატი, რომელიც იქნება ამ თავყრილობის ალტერნატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის შენობაში შექმნა.
პაპუაშვილს ნაკლებად ვუსმენ, მისი განცხადებების კომენტარზე თავს შევიკავებ. ოთხივე კოალიციური ცენტრი ცალსახად აცხადებს, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რათა არალეგიტიმური თავყრილობაა. ამ კოალიციური ცენტრების გადაწყვეტილებაში არანაირი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. რაც არ უნდა იღლიცინოს პაპუაშვილმა, ეს ვითარებას არ შეცვლის. არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას, - განაცხადა ჯაფარიძემ.