“გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს - როთი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს.
ამასთან, როთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას აუცხადებს.
გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, - წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.