"ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტის რანგში ხალხისთვის ახალი წელი არ მიალოცინოს - უგულავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის დანიშნავს ივანიშვილი რომელიმე მინისტრის პოსტზე, რადგან ყველა მისი მონა-მორჩილია და ასეთი გადაადგილებებით არაფერი შეიცვლება. "ჯობდა, რომელიმე თავისი ზებრა ან პინგვინი დაესვა, რა მნიშვნელლობა აქვს", - ამბობს უგულავა, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფება.
აი, მაგათ, არ ჯობია, ის პინგვინები, ზებრები რომ ჰყავს და ათასი ეგზოტიკური ცხოველი, გამოიყვანოს, ესენი დასვას. რა მნიშვნელობა აქვს, ოხანაშვილი რომ იუსტიციის მინისტრი იქნება, არ ჯობია, რომ რომელიმე მორიგი ზებრა იყოს ან პინგვინი იყოს განათლების მინისტრი, - ამბობს უგულავა.
გიგი უგულავა ასევე ფიქრობს, რომ "ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რათა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რანგში ხალხისთვის ახალი წელი არ მიალოცინოს.
ფორმალურად შესაძლებელი იყო, რომ ახალი წლის მერე ყოფილიყო პრეზიდენტის დანიშვნა, მაგრამ ყველაფერს იზამენ ესენი, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რანგში არ მიალოცინონ ხალხისთვის ახალი წელი. ჩემი ფავორიტი არის ვოლსკი, მე მინდა, რომ ვოლსკი იყოს. წულუკიანი ძალიან შხამიანია და მაინც ქალი რომაა, არ გინდა, რომ გაბრაზდე. ვოლსკი ძალიან კარგი იქნება, - ამბობს უგულავა.