დეპუტატი არ ვარ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი - გია ჯაფარიძე
მას შემდეგ , რაც XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ ის არანაირი დეპუტატი არ არის, რადგან “პარლამენტი თვითმარქვიაა.“
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდა საქართველოში “პოლიტიკა მოკლა და ახლა კონსიტიტუციური გადატრიალება მიმდინარეობს.“
“ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თვითმარქვია პარლამენტი განახორციელებს, იქნება უკანონო“, - ამბობს ის.
არანარი დეპუტატი არ ვარ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი, მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინა დეპუტატობაც და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებაც, საქართველოში პოლიტიკა მოკლეს და ახლა მიმდინარეობს კონსტიტუციური გადატრიალება. ესაა თვითმარქვია პარლამენტი, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ის განახორციელებს, იქნება უკანონო. მთავრობაც, რომელსაც დაამტკიცებენ იქნება თვითმარქვია, ძალაუფლება არის ხალხში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიბრუნონ თავიანთი სახელმწიფო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლება-მოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.