“ერთპარტიული, თვითგამოცხადებული, ხმების ქურდების თავშეყრა“ - ნაცვლიშვილი „ოცნების“ პარლამენტზე
კოალცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, რადგან მიიჩნევს, რომ “ეს არის ერთპარტიული, თვითგამოცხადებული, ხმების ქურდების თავშეყრა.“
პოლიტიკოს ამბობს, რომ ის დგას ხალხის გვერდით, რადგან მანდატი სწორედ ქართველი ხალხისგან აქვს და არა პაპუაშვილისგან.
ამასთან, ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ იმ სირთულეებს, რაც დღეს არის ქვეყანაში, საზოგადოება გაივლის ღირსეულად და ქვეყანას ეღირსება ხელისუფლება, რომელიც სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნება არჩეული.
მე მაქვს მანდატი ქართველი ხალხისგან და არა შალვა პაპუაშვილისგან და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, დღეს „ოცნებას“ აქვს მიტაცებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის პარლამენტი, ჩვენ არ ვაპირებთ მივცეთ ლეგიტიმაცია არც არჩვენების პროცესს და არც მის შედეგს.
არ შევალთ ამ პარლამენტში, ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად, მათ კი პოლიციის კორდონი დასჭირდათ, რომ შენობაში შესულიყვნენ. ეს არის ერთპარტიული, თვითგამოცხადებული, ხმების ქურდების თავშეყრა. ამ ყრილობას არ აქვს ფორმალურ-სამართლებრივი ლეგიტიმაცია. ჩვენ ყველა სამართლებრივ ნაბიჯს გადავდგამთ, პოლიტიკური განცხადებები უკვე გაკეთებული გვაქვს და უკან დახევა არ იქნება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლება-მოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.