დასანქცირდეს ივანიშვილი - ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულის წევრებმა აშშ- საელჩოში განცხადება შეიტანეს

25.11.24 14:27
დასანქცირდეს ივანიშვილი - ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულის წევრებმა აშშ- საელჩოში განცხადება შეიტანეს

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულის წევრებმა აშშ-ს ელჩის სახელზე განცხადება დაწერეს, რომლითაც დასავლელ პარტნიორებს "ოცნების" ლიდერების დასანქცირება მოსთხოვეს. ისინი ამ წუთებში ამერიკის საელჩოსთან არიან შეკრებილები და გეგმავენ, აღნიშნული განცხადება საელჩოში შეიტანონ.

ვართ ამერიკის საელჩოსთან და ეს არის მიმართვა დიპლომატებისადმი, დასავლელი პოლიტიკოსებისადმი, მთელი მსოფლიოსადმი და მთელი საქართველოსადმი, რომ დღეს ფორმდება საქართველოში ის, რომ გვართმევენ თავისუფლებას, ფორმდება ავტორიტარული რეჟიმი, ეს მიდის ამ წუთებშიც საქართველოს პარლამენტში და ჩვენი არჩევანი არის თავისუფლება, ის, რაც არის დასავლეთში. ჩვენი გზა გადის დასავლეთზე. ჩვენ მივმართავთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, ამ შემთხვევაში, ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ წლებია განვიცდით მათ გვერდში დგომას, მათ მხარდაჭერას, თუმცა ახლა საჭიროა გაცილებით მეტი და როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, როდესაც პირდაპირ უხვევენ დასავლური კურსიდან, პირდაპირ ახტებიან თავზე ქართველი ხალხის არჩევანს და ამის გაფორმება მიდის ამ ძალიან საეჭვო არჩევნებში, ჩვენი ვალია, რომ ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს... ის, რომ ივანიშვილი და მისი მაღალჩინოსნები არ არიან სანქცირებულები, ეს არის უცნაური და ამიტომ მიდის ეს ძვირფასი დრო, გადამწყვეტი ქმედებები არის საჭირო, - ამბობენ ახალგაზრდები. 

 

მსგავსი სიახლეები