მდინარაძის მადლობის შემდეგ, “ოცნების“ წევრები ივანიშვილს ფეხზე წამოუდგნენ (ვიდეო)
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძემ მადლობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტში მყოფი დეპუტატები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით დააჯილდოვეს.
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით“, - თქვა მდინარაძემ.
მდინარაძის გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემაც და აპლოდისმენტები მის სიტყვასაც მოჰყვა.
XI მოწვევის პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც "ოცნება" სრულ იზოლაციაში ატარებს.
სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები არიან. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრეზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.