„მონებო“, "რუსებო" - აქციის მონაწილეები ივანიშვილის პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას ხმაურით აპროტესტებენ

25.11.24 15:12
„მონებო“, "რუსებო" - აქციის მონაწილეები ივანიშვილის პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას ხმაურით აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები ერთპარტიული პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „მონებო“, "რუსებო", „საქართველოს გაუმარჯოს“.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას კვერცხებიც ესროლეს. 

მოქალაქეებმა ხმაური მაშინაც დაიწყეს, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრების სია წაიკითხა.

რაც შეეხება თავად აქციას, რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ისინი აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე რჩებიან შსს-ის დანაყოფები.

 

მსგავსი სიახლეები