ნინო წილოსანმა Fake News გაავრცელა
ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი, ნინო წილოსანი Fake News-ის გავრცელებაშია მხილებული. რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა მედიას უთხრა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, "ნიკა გვარამია ქვეყნიდან გაიქცა".
სინამდვილეში, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ცნობილია, რომ ნიკა გვარამია ევროპარლამენტარეს შეხვდება.
ასევე, ოპოზიციის ინფორმაციით, ხვალ, 26 ნოემბერს, ევროპარლამენტს საქართველოს სახელით პრეზიდენბტი სალომე ზურაბიშვილიც მიმართავს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტში სხდომას დაესწრება.
არ ვიცი, ვის აინტერესებს, რას ამბობს ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც არასდროს ამბობს სიმართლეს, რომელიც ყოველ ჯერზე ტყუილშია ბრალდებული, რომელიც იმ მილევად რეჟიმშია, რომელიც ახლა გარეთ რომ გადავიხედოთ, ვნახავთ. ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გარბის, ტრაპზეა და ეს არის მათი სიმბოლო. ქვეყნიდან წასული ნიკა გვარამია, რომელიც განასახიერებს ამ ოპოზიციის განულებას და განადგურებას, - ამბობს ნინო წილოსანი.