რამინა ბერაძე დაწინაურდა - რა თანამდებობები ერგოთ რუსული კანონის სხვა მხარდამჭერებს

25.11.24 16:40
რამინა ბერაძე დაწინაურდა - რა თანამდებობები ერგოთ რუსული კანონის სხვა მხარდამჭერებს

ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე იქნება.

პარლამენტში, რომელსაც მოქალაქეები პრეზიდენტი და საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმურობას არ ანიჭებენ, ფრაქცია „ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომლის ხელმძღვანელადაც მამუკა მდინარაძე დასახელდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე.

ქართული ოცნების წევრებმა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნეს, მათ შორის 61 წევრია იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

მსგავსი სიახლეები