თბილისში მიმდინარე საპროტესტო ტალღას ემიგრანტები უერთდებიან
თბილისში მიმდინარე საპროტესტო ტალღას ემიგრანტები უერთდებიან. კარვები გაიშალა ბრიუსელშიც და ჩვენი თანამემამულეები შიმშილობის აქციას იწყებენ.
ბელგიაში მცხოვრები ქართველები ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიტაცებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე - ამბობენ ემიგრანტები, რომლებიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.