საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე ეს პარლამენტი არ არსებობს - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე ეს პარლამენტი არ არსებობს.
ხიდაშელი “ოცნებას“ კითხვით მიმართავს, რაში დასჭირდათ ეს სახლობანას თამაში?
“კონსტიტუციური დელეგიტიმაციაც საკუთარი ხელით რომ გაიკეთეთ, ეს უკვე რაღაც სხვა მასშტაბის სირეგვენეა“, - წერს ხიდაშელი.
დიახ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე ეს პარლამენტი არ არსებობს.
ყველამ, ვინც ქოცობის გამო პროფესიას კარი დაუხურეთ, მარტივ კითხვას გაეცით პასუხი.
რომ გაუწყრეს ღმერთი საკონსტიტუციოს და დაადასტუროს ის, რაც ყველამ იცის რომ ფარულობის კონსტიტუციური უფლება დაირღვა, რომ ათასობით ემიგრანტს არ მისცეს უფლება ხმა მიეცა, მერე რა ხდება?
შემდეგი დღე როგორია ამ პარლამენტად წოდებულისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისთვის?
ეს სახლობანას თამაში მხოლოდ იმიტომ დაგჭირდათ, რომ 25 თქვით და პრინციპულად დადექით?
და პოლიტიკურად ლეგიტიმაცია დაკარგულებმა, საერთაშორისოდ იზოლირებულებმა ახლა კონსტიტუციური დელეგიტიმაციაც საკუთარი ხელით რომ გაიკეთეთ, ეს უკვე რაღაც სხვა მასშტაბის სირეგვენეა“, - წერს ხიდაშელი.