ახალი პრეზიდენტი დაჩქარებული წესით - "ოცნების" გეგმით 2025 წელს ქვეყანა ახალი მთავარსარდლით უნდა შეხვდეს
არალეგიტიმური პარლამენტი მეექვსე პრეზიდენტის ასარჩევად დაჩქარებული წესით ემზადება. "ქართული ოცნების" გეგმით ახალ წელს ქვეყანა ახალი პრეზიდენტით უნდა შეხვდეს. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან ჩამოცილება ახლა მმართველი პარტიის უმთავრესი მიზანია, ამიტომ ყველაზე შემჭიდროებული ვადებით იმუშავებენ, რომ ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან რაც შეიძლება მალე გაუშვან.
ქვეყნის მთავარსარდალს ხალხი აღარ ირჩევს, ის საარჩევნო კოლეგიამ უნდა დაამტკიცოს. ვისი გაპრეზიდენტება ეჩქარება "ქართულ ოცნებას"? კანდიდატურას არაკონსტიტუციური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ჯერ არ ასახელებს, მამუკა მდინარაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს არ იქნება ივანიშვილი.
ივანიშვილის გუნდი ჩქარობს, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუციაც გააქროს, რომელიც პარტიული ინტერესებს გატარების ნაცვლად, ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. ეს კი იმდენად სწრაფად მოხდება, რომ ახალ წლამდე პრეზიდენტის არჩევის პროცესიც და ინაუგურაციაც დასრულებული იქნება.
კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ინიშნება არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მაგრამ თუ პრეზიდენტის არჩევა საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა, მაშინ 45 დღის ვადაში ივანიშვილის გუნდს შეუძლია პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები დანიშნოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.