ჩვენ ვნახეთ მისალმების კადრები, რომელიც სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც დაჩოქების - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი "ოცნების" თვითაღიარებულ პარლამენტში, ოლიგარქისთვის განსაკუთრებულად გულთბილ მისალმებებს და ჩახუტებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს კადრები სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც დაჩოქების“.
ამასთან, პრეზიდენტი მვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ეცოდება ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს პარლამენტში “გაყინული სახეებით“ ისხდნენ.
მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რმდენიმე თვით, თუ კვირით, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ, არცერთს არანარი უფლება არ გააჩნია, მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ ვნახეთ კადრებში, რომელიც სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც დაჩოქების“, - ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.
ქართული ოცნების პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. ის მე-11 მოწვევის პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.
სხდომას ოცნების 89-ვე დეპუტატი ესწრება, მათ შორის სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
შესვენების გამოცხადებამდე კახაძე ბიძინა ივანიშვილთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და ჩაეხუტა.