დემარში არალეგიტიმურ პარლამენტს - დეპუტატები იძულებით დარიგებულ მანდატებს ოფიციალურად ტოვებენ

25.11.24 20:28
დემარში არალეგიტიმურ პარლამენტს - დეპუტატები იძულებით დარიგებულ მანდატებს ოფიციალურად ტოვებენ

დემარში არალეგიტიმურ პარლამენტს. დეპუტატები იძულებით დარიგებულ მანდატებს ოფიციალურად ტოვებენ. პირველი განცხადება შალვა პაპუაშვილს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაუგზავნა.

პარალელურად, წერილები შედის საარჩევნო ადმინისტრაციაში. კოალიცია "ცვლილებისთვის" საარჩევნო სიების ჩახსნას ითხოვს. ცესკოს 3-დღიანი ვადა აქვს, რომ ჩახსნას პარტია "ახალის", "გირჩის" და "დროას" სიები. ამის შემდეგ კი კოალიცია "ცვლილებისთვის" მიმართავს პარლამენტს მათი არჩეული დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით.

დღეს "ქართულ ოცნებას" იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია მაინც შევიდოდა პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებში სტრიქონებს შორის მისთვის სასურველ პოზიციასაც კი ეძებდა.

პაპუაშვილის საპასუხოდ ოპოზიციამ თქვა, რომ არცერთი პარტია არ აპირებს არაკონსტიტუციურ პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცეს. ისინი უარს ამბობენ, დასხდნენ ივანიშვილის გუნდის გვერდით, რომელმაც არჩევნები მოიპარა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები