ხალხის უწყვეტი პროტესტი - არაკონსტიტუციური პარლამენტის პირველ სხდომაზე "ოცნება" სპეცრაზმელების კორდონით შევიდა

25.11.24 20:11
ხალხის უწყვეტი პროტესტი - არაკონსტიტუციური პარლამენტის პირველ სხდომაზე "ოცნება" სპეცრაზმელების კორდონით შევიდა

არაკონსტიტუციური პარლამენტის პირველ სხდომაზე შესვლა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპროტესტო შეძახილების ფონზე და სპეცრაზმელების კორდონით მოახერხეს. "მონებო" - ეს იყო ერთადერთი გზავნილი, რომელიც ხალხს ივანიშვილის გუნდისთვის ჰქონდა. 

პარლამენტამდე მისასვლელი გზები სპეცრაზმს ჰქონდა ჩაკეტილი, სხდომის დაწყების წინ ნიღბიანების კორდონი მთაწმინდის ქუჩებზე ოც რიგად იდგა. დღეს არ ისმოდა სპეცრაზმის გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც აქციების დაშლის წინ გვესმის, მაგრამ დღეს მთელ სამთავრობო კვარტალში ისმოდა ხმა, რომელიც მმართველ პარტიას ხალხის სახელით აფრთხილებდა. 

როდესაც პარლამენტის სხდომა დაიწყო და რუსთაველზე დამონტაჟებულ ეკრანზე არაკონსტიტუციური პარლამენტის თვითგამოცხადებული დეპუტატები გამოჩნდნენ, პროტესტმა თავიდან იფეთქა. ბრახუნი პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებზე - ეს იყო ხალხის რეაქცია. 

ქუჩიდან ყველას საკუთარი სათქმელი ჰქონდა. ზოგმა მოზარდი შვილი სახლში იმ იმედით დატოვა, რომ ქუჩაში გასვლით მის ევროპულ მომავალს გადაარჩენდა. ხალხი ამბობს, რომ დაიღალა. უკვე 12 წელია ცხოვრობენ რეალობაში, სადაც ერთი კაცის პარტია აკეთებს ყველაფერს ქვეყნის ევროპული მომავლის მოსასპობად.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები