"პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ სპეცოპერაციას" - ბოკუჩავა

25.11.24 20:25
"პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ სპეცოპერაციას" - ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა სტრასბურგში მიემგზავრება. მისი განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის სათქმელი ჩაუტანოს. 

სულ რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში, იმისთვის რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ სპეცოპერაციას'', - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, გუშინ, 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, სპეციალური სტენდი მოეწყო. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ევროკავშირის ლიდერებისთვის წერილი მიეწერათ, რომელიც ნიკა გვარამიამ დღეს ბრიუსელში ჩაიტანა.

მსგავსი სიახლეები