26 ნოემბერს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაანონსდა

25.11.24 20:52
26 ნოემბერს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაანონსდა

ხვალ, 26 ნოემბერს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაანონსდა - საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ჯგუფ "დაიტოვეში" გამოქვეყნდა. 

ორგანიზატორები აქციაზე ყველა იმ ადამიანს ელოდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას ევროპული არჩევანი მოპარა. 

ხვალ, 26 ნოემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის "შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე", აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. მოგიწოდებთ, 11 საათიდან შევიკრიბოთ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთან და ჩვენი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არალეგიტიმური არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაიკავებენ ადგილებს საბჭოში, რომელიც არა "ქართული ოცნების", არამედ აჭარის მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს! შეგუების დრო არ არის! გელით ხვალ, 11 საათიდან უმაღლესი საბჭოს შენობასთან!  საქართველოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა გრძელდება!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები