ადვოკატი: აქციაზე დაკავებულს 10 პოლიციელი ჯგუფურად გაუსწორდა
პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქციის მონაწილეს, ანატოლი გიგაურს ბრალი წინასწარი მოთავების იზოლატორში ოფიციალურად წარუდგინეს.
აქტივისტი აქციაზე 2 დღის წინ დააკავეს, მას პოლიციელის ცემას ედავებიან, თუმცა ადვოკატის განცხადებით თავადაც სასტიკად არის ნაცემი. უფლებადამცველების ცნობით, დაკავების დროს ის გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ჯგუფურად უმოწყალოდ სცემეს.
პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ადამიანზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე გამოყვანილია, დაზარალებულად. პოლიციელის მოქმედების შემდეგ, მას შემდეგ რაც ხელის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახის არის მიდამოში, შემდეგ კი დედის მისამართით შეაგინა და კვლავ დააპირა ხელის გამოყენებით ფიზიკური ძალადობა, ამის სდეგი და პასუხი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედება, რომელმაც ფაქტობრივად, ხელი გამოიყენა მხოლოდ ხელის კვრის მიზნით - ფაქტობრივად თავდაცვის მიზნით.
დაახლოებით, 10-მა პოლიციელმა ხელისა და ფეხის გამოყენებით, დაკავებულს, ხელბორკილ დადებულს მაიყენეს ფიზიკური დაზიანება, რის შემდეგაც მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთები, ექსკორაციები, განუვითარდა, რაც ხილული სახით აქვს"- განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, გიგაური წინასწარი დაკავების იზოლატორში ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი პოლიციელთა მხრიდან უფლება-მოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ადვოკატი დაკავებულისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.