"ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა
საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდა.
მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს და ამას შევიტანთ დღის წესრიგში, შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის სესიის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს, ინაუგურაცია ჩატარდება 29 დეკემბერს". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიის მიერ 5 წლის ვადით აირჩევა. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება.
- 300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
- პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.