აშშ-ის მიერ უვადოდ შეწყვეტილი წვრთნები - რისი იმედი აქვს თავდაცვის მინისტრს?

26.11.24 15:23
აშშ-ის მიერ უვადოდ შეწყვეტილი წვრთნები - რისი იმედი აქვს თავდაცვის მინისტრს?

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების უვადოდ გადადების ფაქტს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი "დასანან" და "გაუგებარ" გადაწყვეტილებად აფასებს. 

ერთპარტიულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ირაკლი ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ "გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება გადახედილი იქნება".

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო მიღებული გადაწყვეტილება "ღირსეული პარტნიორის" გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ვატარებდით სხვადასხვა მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში, იქნება გადახედილი გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე", - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 5 ივლისს გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ სწავლება, თავდაპირველად, იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები