როგორ ხედავს რუსული კანონის მხარდამჭერი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას - ბოჭორიშვილს გეგმა არ აქვს
რუსული კანონის მიმღები დეპუტატი მარიკა ბოჭორიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე წარადგინა, ვერ ასახელებს გეგმას, როგორ შეძლებს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას.
როგორც ბოჭორიშვილმა ერთპარტიულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სტრატეგიულ პარტნიორისგან თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს მოელის.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ამოცანა აშშ-სთან მიიღწეს ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას ყველა მიმართულებით, თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებას, განვითარებას და ესეც, რა თქმა უნდა, იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.