პროტესტის ფონზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

26.11.24 15:06
პროტესტის ფონზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

მოქალაქეების პროტესტის ფონზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს - დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამასთან, დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, ღია კენჭისყრით, აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც:

  • აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი - ფრიდონ ფუტკარაძე
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი - ცოტნე ანანიძე
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი - დავით ბაციკაძე
  • საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - ტიტე აროშიძე
  • საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი - მარინე გვიანიძე
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ვახტანგ ბერიძე

ცნობისთვის, არჩევამდე რამაზ ჯინჭარაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე შეიკრიბა - ამის პარალელურად, მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი ხმები მიიტაცა, ადგილზე პროტესტის ნიშნათ შეძახილები დაიწყეს. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ გაყალბებულ არჩევნებთან შეგუებას არ აპირებენ. 

ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან სხდომას 13 დეპუტატი ესწრება. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ შევიდნენ, განცხადებას დაწერენ და მანდატებზე ოფიციალურად უარს იტყვიან. 

მსგავსი სიახლეები