ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ პოლიციელების მიერ ძალადობის ფაქტებზე არაფერი სმენია

26.11.24 18:16
ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ პოლიციელების მიერ ძალადობის ფაქტებზე არაფერი სმენია

ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ პოლიციელების მიერ ძალაოდბის ფაქტებზე არაფერი სმენია - შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა აქციებზე გამოყენებული საპოლიციო ზომების შესახებ თქვა, რომ "პოლიციის მხრიდან არაადეკვატური ქმედებები გამოყენებული არ ყოფილა". 

ამასთან, გომელაური გუშინ, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებს "დასჯით" დაემუქრა.

მისი თქმით, იდენტიფიცირებული იქნება ყველა, ვინც რკინის ჯებირზე ხელს ურტყამდა და მისივე მტკიცებით, "ხლაპუშკებს" ისროდა: 

რა თქმა უნდა, დაკავების დროს დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, ეს დავაფიქსირეთ კიდეც. როდესაც პოლიციელს ხელკეტს ურტყამ და შემდეგ არ ემორჩილები, რომ დაგაკავონ და გადაგიყვანონ პოლიციის შენობაში, იქ რომ ეჭიდავები და დავარდები ძირს, ან ხელს იტკენ, ან გაიკაწრავ, ან გაიფხაჭნი და მერე ამბობ, ნახე პოლიციელმა რა მიყო, თითი დამიბუჟდა.

რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელი დღე, ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგენენ უბრალოდ 200-300 ადამიანი და როგორც დაიწყო სხდომა, მივიდნენ, ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობურასთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ მერე ასაფეთქებელ პატარა "ხლაპუშკებს"  აფეთქებდნენ ეზოში რაც არ შეიძლება და ამაზე დაისჯებიან აუცილებლად ვინც იყვნენ იქ. იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება იმ კუთხით, რომ ჯარიმები როგორც ადმინისტრაციული ყველას გამოეწერება და სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება" - ამბობს გომელაური  

 

მსგავსი სიახლეები