გომელაური: "თუ სანქციები უნდა დაუწესონ, მე უნდა დამიწესონ, მე გავცემ ბრძანებებს და არა "ხარება"
თუ სანქციები უნდა დაუწესონ, მე უნდა დამიწესონ, მე გავცემ ბრძანებებს და არა ვთქვათ "ხარება" და დეპარტამენტის ხელმძღვანელები - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, აშშ-ის მხრიდან ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა დღეს მედიას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ამერიკისგან სანქცირებულ ქართველ მაღალჩინოსნებს ხელფასები ბანკში ერიცხებათ:
"ჩვეულებრივად ერიცხებათ ხელფასები ბანკებში. სად ერიცხებათ მაგას ვერ გეტყვით. არანაირი სანქცია არ მოქმედებს სხვა ქვეყნის შიდა, ეს არის გარე, ვთქვათ, თუ გადარიცხავს. აშშ-ში ვერ გადარიცხავს ვთქვათ, შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში ვერ გადარიცხოს. შიდა რეგულაციებით უფლება არ აქვს არავის ადამიანს შეუჩეროს ესა თუ ის გადარიცხვა, ან ხელფასის ჩარიცხვა" ამბობს გომელაური.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარება" და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს ფინანსური სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა.