დემარშის პირველი შედეგი - სამი ოპოზიციური კოალიციის საარჩევნო სიები ჩახსნილია

26.11.24 20:02
დემარშის პირველი შედეგი - სამი ოპოზიციური კოალიციის საარჩევნო სიები ჩახსნილია

 

სამ დღიანი ვადის ათვლა დღეს დაიწყო. "ძლიერმა საქართველომ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კოალიციაში შემავალი ოთხი პოლიტიკური პარტიის საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ოპოზიცია უარს ამბობს პარლამნეტში შესვლაზე, თავადვე სპობს პერსპექტივას, რომ ვიდრე ეს პარლამენტი იქნება, მისი რომელიმე წევრი დეპუტატობას დათანხმდება. 

ოპოზიცია ამბობს, რომ მე- 11 მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ხალხის ნებას, 89 მანდატი მოპარული არჩევნების შედეგად მიიღო "ქართულმა ოცნებამ", ამიტომ არცერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც კოალიციაში "ძლიერ საქართველოში" შედის, არ აპირებს ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცეს. პოლიტიკურ ლიდერებს საკმარისზე მეტი არგუმენტი აქვთ იმითვის, რომ უარი თქვა "ქართული ოცნებასთან" ერთად ერთ პარლამენტში მუშაობაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში დღეს ერთმანეთის მიყოლებით შევიდა ოპოზიციის მოთხოვნა. პოლიტიკური განცხადის შემდეგ მოქმედებაზე გადავიდნენ კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. საჯარო პირობა დადებულია  - "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და კალანდარიშვილისგან ახლა განაცხადის დაკმაყოფილებას ელის.

სიებს ჯერ არ ხსნის და ჯერ არც მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს არაკონსტიტუციურ პარლამენტს გიორგი გახარიას პარტია. გახარია მხოლოდ პირობას დებს, რომ რუსული სტილით ჩატარებული არჩევნების შედეგად დაკომლექტებულ პარლამენტში არ იმუშავებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები