"ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გაშვებას ჩქარობს - ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი?
ახალ წელს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ისტორიაში პირველად მას ხალხი ვერ აირჩევს. ღილაკზე თითის მხოლოდ ერთხელ დაჭერით და მხოლოდ ერთი პარტიის მონაწილეობით არჩევნები ამ დარბაზში 14 დეკემბერს ჩატარდება. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. კონსტიტუციით უფლებაშეზღუდულ ინსტიტუტს ჩაიბარებს პირი, რომლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მარტივად გამოსაცნობია.
"ქართული ოცნებისთვის" ახლა მთავარი ისეთი კანდიდატის შერჩევაა, ვინც მას იმედებს ბოლომდე გაუმართლებს და არასდროს დაუპირისპირდება. გამოცდილებამ ივანიშვილს ასწავლა, რომ ამ თანამდებობაზე კანდიდატი საკუთარი გუნდიდან უნდა შეარჩიოს, ვინც ერთგულებაში ბევრჯერ გამოსცადა და პარტიაში სრული ნდობის მოპოვებაც შეძლო.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, არც ირაკლი ღარიბაშვილი. ზურაბიშვილს არც თეა წულუკიანი შეცვლის. ვისზე გააკეთა არჩევანი ლიდერმა ჯერ არც დეპუტატებმა იციან და ამას არც მალავენ. თუმცა ენდობიან და უსიტყვოდ ეთანხმებიან. იციან, რომ ივანიშვილი აღარ შეარჩევს მას, ვინც მომავალში პრობლემებს შეუქმნის.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.