მოულოდნელი საკადრო წმენდა თბილისის მერიაში - რატომ ტოვებენ თანამდებობებს თანამშრომლები

26.11.24 20:43
მოულოდნელი საკადრო წმენდა თბილისის მერიაში - რატომ ტოვებენ თანამდებობებს თანამშრომლები

 

კახა კალაძეს უჭირს უარყოს, რომ დედაქალაქის მერიას მაღალჩინოსნები ტოვებენ. "პირველების" კითხვაზე, რის გამო გადადგნენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, კალაძე პასუხობს, რომ ხვალ ვნახავთ. "პირველების" ინფორმციით, საკადრო წმენდა მერიაში გასულ კვირას კალაძის საქართველოში არ ყოფნის დროს დაიწყო. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში არჩევნების წაგების გამო, მერიაში მასშტაბური წმენდა გამოცხადდა და პოსტიდან ერთ-ერთი ვიცე მერიც გაუშვეს, თუმცა, საბოლოოდ, ვიცე მერის და არქიტექტურის სამსახურის უფროსის წასვლა არ დადასტურდა. დედაქალაქის მერი 2025 წლის თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ცვლილებები, სავაურაოდ, იმ მძიმე შედეგებს უკავშირდება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თბილისში მიიღო. კალაძემ თბილისის ათივე რაიონში არჩევნები ოპოზიციასთან წააგო. 

ვიქტორ  წილოსანის სააგენტოს მოვალეობაა, სატრანპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება, სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების პროექტების შემუშავება და ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას გააუმჯობესებს, თუმცა საკრებულოს დეპუტატები ფიქრობენ, რომ კალაძის გუნდში ცვლილებები ფასადურია და ის პრობლემები, რომელსაც გუნდიდან გაშვებული მაღალჩინოსნები  ქალაქს უტოვებენ, ვერ მოგვარდება.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები