"ოცნებას" მძიმე დღეები დაუანონსეს - ევროპარლამენტი რეზოლუციის ტექსტს კენჭს 2 დღეში უყრის

26.11.24 20:18
"ოცნებას" მძიმე დღეები დაუანონსეს - ევროპარლამენტი რეზოლუციის ტექსტს კენჭს 2 დღეში უყრის

 

ივანიშვილის პარლამენტს ევროპარლამენტი ლეგიტიმაციას არ ანიჭებს. ეს გადაწყვეტილება საჯარო განცხადებების შემდეგ უკვე ახალ რეზოლუციაშიც დამტკიცდება, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს ორ დღეში უყრიან. რეზოლუციის 6 ვარიანტიდან 5 26 ოქტომრის არჩევნების შედეგების გამოძიებას ითხოვს. რა მოხდა არჩევნების დღეს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ევროკავშირის ტექტინკურ მისიას შუძლია. სწორედ ფაქტების დამდგენი მისიის ჩამოსვლას ოთხოვენ თბილისში ევროდეპუტატები რეზოლუციის სახით.

გადამწყვეტი რეზოლუციის დამტკიცებამდე მოლაპარაკებები გაიმართა ევროპარლამენტში. ოპოზიციის ლიდერები სტრასბურგში იმის სათქმელად ჩავიდნენ, რომ ევროკავშირმა არჩვნების შედეგებს ლეგიტიმაცია არ უნდა მისცეს, ეს კი საქართველოს ევროპული მოვალის გადარჩენის ერთადერთი გზაა. გაყალებულუი არჩევნების მტკიცებულებებით ხელში ევროდეპუტატებს დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ცვლილებების" ლიდერებს ესაურნენ.

"ევროპის სახალხო პარტია", "განაახლე ევროპისთვის", "მწვანეები", "ევროპელი კონსერვატორები" და "რეფორმისტები" და "სოციალ-დემოკრატები" - ევროპარლამენტის 5 ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი გაყალბებული არჩევნების საპირწონედ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს უმკაცრეს რეაგირებას სთხოვს.  გამოუძიებელი არჩევნები "ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმაციას შეუძლებელს ხდის. ბრიუსელში კარგად ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მის მიერვე გაყალბებულ არჩევნებს არ გამოიძიებს და ფაქტების დასამალად ყველაფერს გააკეთებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები