პროტესტი ომბუდსმენის აპარატში - ლევან იოსელიანს თანამშრომლები გაემიჯნენ
ლევან იოსელიანს კონსტიტუციის დაღვევით შეკრებული პარლამენტის პირველ სხდომაზე მისვლა ძვირი დაუჯდა. სახალხო დამცველს თანამშრომლები გაემიჯნენ. ომბუდსმენის ოფისის 37 თანამშრომელმა საჯარო განცხადა, რომ პარლმენტის შეკრება 25 ნოემბერს არაკონსტიტუციური იყო.
როდესაც შეერთბულმა შტატებმა, დიდი ბრიტანეთმა ევროკავაშირმა სადამკვირვებლო მისიების უდიდესმა ნაწილმა საკუთარ დასკვნებში მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევებზე ილაპარაკა, ომბუდსმენს არჩევნების გაყალბებაზე კითხვები მაინც არ აქვს.
ყველაზე კრიტიკულ მომენტში სახალხო დამცველი არ იდგა ხალხის გვერდით, როდესაც პოლიციას ნადირობის სეზონი ჰქონდა გამოცხადებული და არჩევნების გაყალბების პროტესტის გამო ქუჩაში აქტივისტებს აკავებდა. ლევან იოსელიანს არჩევნების გაყალბების მასშტაბურ სქემასა და არც ხალხისთვის მოპარულ ხმებზე არაფერი უთქვამს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.