EU უარყოფს არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები - იუნკევიჩიანე
“ევროპარლამენტი უარყოფს არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს ჩატარდეს ხელახალი არჩევნები", - ამის შესახებ ევროდეპუტატმა რასა იუნკევიჩიანემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ევროპარლამენტარმა ასევე მოითხოვა დასანქცირდნენ "ოცნების" ის მაღალჩინოსნები, ვინც საქართველოშოი არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელი. საუბარია ივანიშვილი, მობახიძის და კალაძის დასანქცირებაზე.
არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ვერ ჩაითვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვციტირებ “ევროპარლამენტი უარყოფს არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს ჩატარდეს ხელახალი არჩევნები”, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.
ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადეთი გამოსავალი, გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელიც საქართველოში დგას.
ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ სანქციები, სანქციები და სანქციები. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება. მაგრამ ამჯერად, ჩვენ დავასახელეთ უფრო მეტი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე. ჩვენ ვახსენეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი, კახა კალაძე და სხვები, რომლების დასანქცირებასაც ვითხოვთ, - განაცხადა იუნკევიჩიანემ.
ყურადღების ცენტრში სტრასბურგია. ცოტა ხნის წინ იქ ქართული ოპოზიციის ლიდერებისა და გავლენიანი ევროდეპუტატების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მწვავე განცხადებებები სტარსბურგში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა.