"ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია შეურაცხყო

27.11.24 11:32
"ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია შეურაცხყო

"ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა მოქმედი პრეზიდენტის ლანძღვით დაიწყო.

მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფასა და უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. 

საგანგებო ბრიფინგზე ივანიშვილმა ასევე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუციის დაზიანებასა და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ოლიგარქმა ასევე მოქმედი პრეზიდენტის "უცხოური ძალის" გამტარებლად მოიხსენია. 

მსგავსი სიახლეები