საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა სახელმწიფოს საბოლოოდ მიტაცების ზღვარზეა - მიჰკელსონი "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატზე
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი "ოცნების" მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება.
როგორც მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს, “საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა სახელმწიფოს საბოლოოდ მიტაცების ზღვარზეა “.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.