ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ - ფიშერი “ოცნებას“

27.11.24 16:07
ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ - ფიშერი “ოცნებას“

ქვეყანა ჩიხში და სერიოზულ კრიზისშია შესული - ასე პასუხობს  საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კითხვას, თუ სად დგას ახლა საქართველო.

დიპლომატის თქმით, ასევე სერიოზულ კრიზისშია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებიც, რადგან მთავრობა ევროკავშირს და განსაკუთრებით გერმანიას, პარტნიორ სახელმწიფოდ აღარ მოიაზრებს.

“უცხო აგენტებს გვიწოდებენ და გვაბრალებენ საქართველოს უკრაინის ომში ჩაბმის მცდელობას. ეს ყველაფერი სრული სიცრუეა“, - ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი BM.ge -სთან ინტერვიუში.

ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობისა და მეგობრობის დამადასტურებული ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი. საქართველოს ევროკავშირის ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ, ამის შემდეგ განწყობა შეიცვალა, გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად, ჩვენ აღმოვჩნდით “გლობალური ომის“ პარტიის გიჟურ წარმოდგენებში, გვადანაშაულებენ ლიბერალური ფაშიზმის ხელშეწყობაში, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ლიბერალი არის თავისუფლება, სადაც ერთმანეთის გვერდით ბევრი იდეა არსებობს, სწორედ ესაა გერმანია და ეს არის ევროკავშირი ასე, რომ აქ არანაირი თანხვედრა არაა, გვადანაშაულებენ რევოლუციის მხარდაჭერაში, ვართ უცხოური აგენტები, აღარ ვართ მეგობრები და პარტნიორები. საქართველოს ხელისუფლების ტერმინოლოგიით ჩვენ უცხო ქვეყნის აგენტებს გვიწოდებენ და გვაბრალებენ საქართველოს უკრაინის ომში ჩაბმის მცდელობას. ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, სრულიად უარვყოფთ მათ. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის აქტზე, კანდიდატის შეთავაზებაზე.

ასე, რომ ჩვენი პასუხი კითხვაზე : სად ვდგავართ ? - ვიმყოფებით ჩიხში  და კრიზისულ მომენტში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ევროკავშირის შესახებ ცუდი ლაპარაკი. მტკიცება, რომ თქვენი მტრები ვართ, მაშინ, როცა თქვენი მტრები არ ვართ, ეს გრძელდება ყოველდღე და ყოველთვის, როდესაც ახალ ამბებს ვეცნობი, რომ საშიში აგენტი ვარ“, - აღნიშნა ფიშერმა.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები