ივანიშვილი თვითგანადგურების პროცესშია - აქუბარდია პრეზიდენტის კანდიდატად ყაველაშვილის წარდგენაზე

27.11.24 13:58
ივანიშვილი თვითგანადგურების პროცესშია - აქუბარდია პრეზიდენტის კანდიდატად ყაველაშვილის წარდგენაზე

ივანიშვილი თვითგანადგურებას ეწევა, - ასე აფასებს გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის კალიგულასტან ასოცირდება, როდესაც კალიგულამ სენატში თავისი ცხენი შეიყვანა.  

პირველი, რაც გამახსენდა, როდესაც ვნახე ივანიშვილის ეს ბრიფინგი, იყო კალიგულა თავისი ცხენით, როდესაც სენატში შეიყვანა თავისი ცხენი, რომელიც ძალიან უყვარდა და სენატორადაც კი აკურთხა. ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციაციას იწვევს სწორედ კალიგულასთან და მის ცხენთან. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციას მისცემს ივანიშვილი მის მორჩილ ცხენს. ეს არის ჩვენება იმისა, რამდენად უხეირო დიქტატურას წარმართავს ივანიშვილი და იზოლაციით, თვითგანადგურების პროცესით მიდის ივანიშვილი, - ამბობს აქუბარდია. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. 

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

 

მსგავსი სიახლეები