ვიქტორ წილოსანის პირველი კომენტარი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

27.11.24 14:38
ვიქტორ წილოსანის პირველი კომენტარი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი,  ვიქტორ წილოსანი თანამდებობის დატოვების მიზეზებზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

წილოსანი ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის დიდი ხანი ემზადებოდა.

გადაწყვეტილება ჩემი იყო, არაფერი არ იმალება ამის უკან, შინაურულად, მეგობრებმა ძალიან ბევრმა  იცოდა ეს ამბავი, რამდენი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი ამისთვის, თუმცა მქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა იმისი, რომ ეს (სატრანსპორტო) რეფორმა, რომელიც დაწყებული იყო, არ მიმეტოვებინა და შესაბამისად ადამიანი, რომელიც ჩაიბარებდა ამ პროცესს ყოფილიყო ჩართული და კვალიფიციური. - აცხადებს ვიქტორ წილოსანი. 

მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მერიიდან წასვლის შესახებ "ტვ პირველი" ექსკლუზიურად წერდა. 

დღეს მერმა წილოსანის წასვლაც და ქონების მართვის სააგენტოს შეფის თანამდებობიდან გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. 

კალაძის თქმით წილოსანი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს - მის ადგილს კი ნინო ბაგაშვილი დაიკავებს, რომელიც თბილისის მერიაში მუშაობდა.

რაც შეეხება მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, მერის თქმით, ირაკლი თავართქილაძე უწყებაში რჩება, თუმცა  ქონების მართვას მარიამ კვერნაძე ჩაიბარებს. 

მსგავსი სიახლეები