როთი: "საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება"

27.11.24 16:30
როთი: "საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება"

"ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე ეხმაურება.

ევროპელი პოლიტიკოსი წერს, რომ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების სრულად მიტაცება სურს და საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება.

მმართველ პარტიას უნდა მთელი ძალაუფლება. მას არ სურს გაყოფილი ქვეყნის შერიგება. საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება," - წერს როთი.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები