კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე "იმსჯელებენ"

28.11.24 15:52
კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე "იმსჯელებენ"

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია "დეზორიენტირებულია". თვითაღიარებული პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპონენტები საკუთარ ამომრჩევლებს თვეების განმავლობაში ატყუებდნენ, თითქოს არჩევნებს იგებდნენ და ახლა თავის მართლების რეჟიმში არიან.

ამასთან, კობახიძე მანდატების გაუქმების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამაზე პარლამენტი მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ყველა განაცხადი იქნება შეტანილი. 

ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული. თქვენ ხედავთ, არის მძიმე მდგომარეობაში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, მთელი ამ თეების განმავლობაშ ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს, ატყუებდნენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30-35%, თუმცა საბოლოო ჯამში, დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლება საკუთარი მხარდამჭერების მიმართ. რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ეს არის ოპოოზიციის უფლება, შეიტანოს განაცხადი ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, შარშან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებამანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა, - ამბობს კობახიძე. 

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ პოლიტიკური დემარში გრძელდება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" 14-ივე დეპუტატი საპარლამენტო მანდატებზე უარას ოფიციალურად ამბობს

ამასთან, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი გუშინ, 27 ნოემბერს შეიტანეს

რაც შეეხება "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას", ისინი მანდატების გაუქმებაზე მსგავს განაცხადს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებენ. 

 

მსგავსი სიახლეები