ევროკავშირმა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რაც დიდი გამარჯვებაა - სამადაშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტში საქართველო შესახებ მირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის “დიდი გამარჯვება.“
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სიმბოლურია, როცა “საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, არალეგიტიმური მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დღეს, ევროპარლამენტმა ცალსახად თქვა, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული, სამართლიანი და დამოუკიდებელი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.“
“ეს დიდი გამარჯვებაა იმ ხალხის, ვინც ეს დღეები იბრძოდა და საკუთარ ხმას უზიარებდა ევროპას“, - აღნიშნა მან.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ელოდენიან დასავლეთის მხარდაჭერას, მინდა მივულოცო დიდი გამარჯვება, როდესაც ევროპარლამენტმა 444 ხმით მიიღო ქართველი ხალხის და მათი დამოკრატიული მომავლის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი რეზოლუცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები იბრძვიან ქართველ ხალხთან ერთად, დემოკრატიის გადასარჩენად. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტის ყველა წევრს, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენ ქვეყანას ეს მხარდაჭერა მიეღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მინდა გავუზიარო საქართველოს მოქლაქეებს, რომელიც დღეს ევროპამ გადაწყვიტა:
სიმბოლურია, რომ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, არალეგიტიმური მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დღეს, ევროპარლამენტმა ცალსახად თქვა, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული, სამართლიანი და დამოუკიდებელი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ანუ ევროკავშირმა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რაც დიდი გამარჯვებაა იმ ხალხის, ვინც ეს დღეები იბრძოდა და საკუთარ ხმას უზიარებდა ევროპას. მნიშვნელოვანია, რომ სანქცირებას ითხოვენ 4 კონკრეტული პირის, რაც ნიშნავს იმას, რომ გვითხრეს, რომ არალეგიტიმურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.
ვწუხვარ, რომ ამ რეზოლუციით ჩერდება საქართველოს ევროპული მომავალი და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, შევინარჩუნებთ თუ არა უვიზო მიმოსვლას, მაგრამ ყველას მინდა ესმოდეს, რომ ეს არის ივანიშვილის პოლიტიკის შესაბამისი შედეგი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ევროპული მომავალი და ამ რეზოლუციის საფუძველზე, მოვიპოვოთ თქვენთვის ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და აღვადგინოთ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლწესრიგი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუწესდეს. ამასთან, ევროპარლამენტი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ამის პარალელურად, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მათთვის "ჩალის ფასი" აქვს. თვითაღიარებული პრემიერი ირწმუნებოდა, რომ ეს დოკუმენტი მისთვის მხოლოდ ფარატინა ფურცელია და მისი შინაარსიც უინტერესოა.