ლუაზო: საქართველოში არჩევნები არც სამართლიანი და არც თავისუფალი ყოფილა - არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა

28.11.24 17:43
ლუაზო: საქართველოში არჩევნები არც სამართლიანი და არც თავისუფალი ყოფილა - არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც სამართლიანი და არც თავისუფალი ყოფილა, რაზეც ევროპარლამენტმა მკაფიო განცხადება გააკეთა.

ნატალი ლუაზო ახალი არჩევნების დანიშვნის მნიშვნელობაზე საუბროს და აღნიშნავს, რომ საჭიროა, ხელახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდეს. 

"არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა" - წერს ნატალი ლუაზო.

ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო. ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა”, - წერს ლუაზო.

ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუწესდეს. ამასთან, ევროპარლამენტი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

რა წერია დოკუმენტში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები